Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის პროფესორის ლექციები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, მიმდინარე წლის 19 მაისს, მიიღო სტამბოლის კადირ ჰასის (თურქეთი) უნივერსიტეტის პროფესორი კერემ შურგუნი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში იმყოფება ერაზმუს პლისი პროგრამის ფარგლებში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქელაძე.
იმავე დღეს, თურქმა სტუმარმა სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე: Introduction to Quantitative Finance and Financial Markets  (შესავალი რაოდენობრივ ფინანსებსა და ფინანსურ ბაზრებში).
პროფესორ კადირ ჰასის შემდეგი ლექცია თემაზე: Multifactor Models and Market Efficiency  (მულტიფაქტორიანი მოდელები და ბაზრის ეფექტიანობა) გაიმართება 21 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 201-ე აუდიტორიაში. სამუშაო ენა - ინგლისური.  დასწრება თავისუფალია.


თარიღი: 19/05/2026